დავით ბაქრაძე - სასამართლოს დამოუკიდებლობა იყო დიდი ჩავარდნა ჩვენი ხელისუფლების დროს, თუმცა ეს პრობლემა დღეს კი არ მოგვარდა, პირიქით, გაუარესდა
დავით ბაქრაძე - სასამართლოს დამოუკიდებლობა იყო დიდი ჩავარდნა ჩვენი ხელისუფლების დროს, თუმცა ეს პრობლემა დღეს კი არ მოგვარდა, პირიქით, გაუარესდა

ის, რაც ხდებოდა ცუდი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, არასდროს არც დამიმალავს და არც დავმალავ, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ რაც ხდებოდა ცუდი, ზუსტად იგივე სასამართლოში, დღეს ასევე ცუდი ხდება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

„პრობლემა იმაშია, რომ იგივე მოსამართლეები, ვისზეც მეკითხებით, რომ ცუდად იქცეოდნენ თურმე ჩვენი ხელისუფლების პირობებში, დღეს კიდევ უფრო ცუდად იქცევიან. სისტემა, რომელიც იყო სასამართლოში, დღეს კიდევ უფრო ჩაბეტონდა როგორც კლანი და ამ კლანზე დღეს საუბრობს მთელი მსოფლიო. ამ კლანზე განცხადებებს ავრცელებს ევროკავშირი და შეერთებული შტატები.

ამიტომ ის, რომ სასამართლო ხელისუფლება და სასამართლოს დამოუკიდებლობა იყო დიდი ჩავარდნა და პრობლემა ჩვენი ხელისუფლების დროს, დიახ, ეს ბევრჯერ მითქვამს და ვამბობ. თუმცა ეს პრობლემა დღეს კი არ მოგვარდა, პირიქით, გაუარესდა. იმ მოსამართლეების კლანი, რომელიც მაშინ უკანონობას სჩადიოდა, დღეს კიდევ უფრო მყარად და დაცულად გრძნობს თავს, დღეს კიდევ უფრო უარეს უკანონობებს სჩადის“,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.