დავით ბაციკაძე - გიგი უგულავას ვურჩევ, წინასწარ გაამზადოს თემურ კახიძის პარტიიდან გარიცხვის განცხადება
დავით ბაციკაძე - გიგი უგულავას ვურჩევ, წინასწარ გაამზადოს თემურ კახიძის პარტიიდან გარიცხვის განცხადება

გიგი უგულავას ვურჩევ, წინასწარ გაამზადოს თემურ კახიძის პარტიიდან გარიცხვის განცხადება, რადგან კახიძემ ბოლო დროს იმდენჯერ შეიცვალა პოზიცია, დიდხანს ვერც „ევროპულ საქართველოში“ გაძლებს, – ასე გამოეხმაურა უმაღლესი საბჭოს დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ დავით ბაციკაძე მმართველი პარტიიდან საკრებულოს წევრ თემურ კახიძის „ევროპულ საქართველოში“ გადასვლის ფაქტს.

„თავის დროზე, როცა ის გაიქცა „ქართული ოცნებიდან“ და კოალიციიდან, ოპოზიციაში წავიდა. შემდეგ, 2017-ის არჩევნებისთვის აღარ უნდა დაგვებრუნებინა, ეს იყო პარტიის შეცდომა. მან იმდენჯერ გამოიცვალა პოზიცია, რომ „ევროპული საქართველოდანაც“ მალე გაიქცევა, ამიტომ უგულავას ვურჩევ, წინასწარ გაამზადოს მისი პარტიიდან გარიცხვის განცხადება. რამდენად დიდი შენაძენია კახიძე მათთვის, ამას საზოგადოება შეაფასებს“, – განაცხადა დავით ბაციკაძემ.

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი თემურ კახიძე დღეს „ევროპულ საქართველოში“ გაწევრიანდა. მანამდე პარტია „ქართული ოცნების“ აჭარის ორგანიზაციაში კახიძის პარტიიდან გარიცხვის შესახებ განაცხადეს.