ბათუმის საკრებულოს წევრი თემურ კახიძე „ქართული ოცნებიდან“ და საკრებულოს უმრავლესობიდან გარიცხეს
ბათუმის საკრებულოს წევრი თემურ კახიძე „ქართული ოცნებიდან“ და საკრებულოს უმრავლესობიდან გარიცხეს

ბათუმის საკრებულოს წევრი თემურ კახიძე პარტია „ქართული ოცნებიდან“ და საკრებულოს უმრავლესობიდან გარიცხეს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „ქართული ოცნების“ აჭარის ორგანიზაციიდან აცნობეს.

როგორც პარტიის აჭარის ორგანიზაციაში აცხადებენ, გარიცხვის მიზეზი კახიძის საქმიანობის პარტიის პრინციპებთან შეუსაბამობაა.

„ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი თემურ კახიძე გარიცხულია პარტია „ქართული ოცნებიდან“, შესაბამისად გარიცხულია საკრებულოს უმრავლესობიდანაც, მმართველი გუნდის პრინციპებთან მისი საქმიანობის შეუსაბამობის, მათ შორის მერკანტილურ პოლიტიკურ გარიგებებში მონაწილეობის საფუძვლით“, – აცხადებენ „ქართული ოცნების“ აჭარის ორგანიზაციაში.