გიგი უგულავა - ერთადერთი გამოსავალი არის დაუმორჩილებლობა ყველგან და ყველაფერში, სოფლიდან ქალაქში
გიგი უგულავა - ერთადერთი გამოსავალი არის დაუმორჩილებლობა ყველგან და ყველაფერში, სოფლიდან ქალაქში

ერთადერთი გამოსავალი არის დაუმორჩილებლობა ყველგან, ყველაფერში, სოფლიდან ქალაქში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიგი უგულავამ აქციაზე განაცხადა.

უგულავას თქმით, „ესენი ძალადობენ ყველგან, გააფორმეს რუსული ოკუპაცია“.

„ეს არის ოკუპაცია, ხალხო, ჰიბრიდული ოკუპაცია. კობახიძის განცხადება იყო დღეს, ღიად დაადანაშაულა ჩვენი პარტნიორები, დაადანაშაულა სახელმწიფო გადატრიალებაში. რას ნიშნავს ეს? ე.ი. საქართველოს მთელი საერთაშორისო პოლიტიკა შეცვალა, „ვსიო“, მორჩა, შეცვლილია. დასავლეთი გამოიყვანეს მტრად, რუსეთი – მოკავშირედ. ერთადერთი გასაფორმებელი დარჩა, ხუთჯვრიანი დროშის ნაცვლად ტრიკოლორი აფრიალონ რუსული. ეს არის ჰიბრიდული ოკუპაცია. ამიტომ ახლა მარტო კანონზეც აღარ არის ლაპარაკი. ეს პოლიციელები რომ დგანან, კანონი რაღად გვინდა, კანონი საერთოდ გაუქმდა. კობახიძემ კონსტიტუციის 78-ე მუხლი პირდაპირ დაარღვია დღეს. ამიტომ „არა რუსულ მთავრობას“ არის ერთადერთი. ხვალ რომ გაიტანოს, უნდა დარჩეს ეს და მერე ზეგ ისევ იგივე მავნებლობა უნდა გააკეთონ?“ – აღნიშნა უგულავამ.