დათა ახალაია - გულწრფელად გეუბნებით, მართლა არ მახსოვს, გირგვლიანის ამბიდან ოთხ დღეში რაში ავიღე პრემია
გულწრფელად გეუბნებით, მართლა არ მახსოვს, გირგვლიანის ამბიდან ოთხ დღეში რაში ავიღე პრემია, – ასე უპასუხა კუდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა დათა ახალაიამ პროკურორის კითხვას.
„სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან ოთხ დღეში რა დამსახურებისთის აიღეთ პრემია“, – ჰკითხა საქმის პროკურორმა მოწმეს.
“გულწრფელად გეუბნებით, მართლა არ მახსოვს”, – უპასუხა ახალაიამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გირგვლიანის საქმეზე მოწმის სახით დათა ახალაია იკითხება. ძებნილი დათა ახალაიას დაკითხვა, დისტანციურად “სკაიპის” მეშვეობით მიმდინარეობს.
დაკითხვის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე