დათა ახალაია – გულწრფელად გეუბნებით, მართლა არ მახსოვს, გირგვლიანის ამბიდან ოთხ დღეში რაში ავიღე პრემია

14:37, 22.11.2017

გულწრფელად გეუბნებით, მართლა არ მახსოვს, გირგვლიანის ამბიდან ოთხ დღეში რაში ავიღე პრემია, – ასე უპასუხა კუდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა დათა ახალაიამ პროკურორის კითხვას.

„სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან ოთხ დღეში რა დამსახურებისთის აიღეთ პრემია“, – ჰკითხა საქმის პროკურორმა მოწმეს.

“გულწრფელად გეუბნებით, მართლა არ მახსოვს”, – უპასუხა ახალაიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გირგვლიანის საქმეზე მოწმის სახით დათა ახალაია იკითხება. ძებნილი დათა ახალაიას დაკითხვა, დისტანციურად “სკაიპის” მეშვეობით მიმდინარეობს.

დაკითხვის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე

 

მსგავსი