დაპირისპირება მიხეილ სააკაშვილის მომხრეებსა და საქმის პროკურორებს შორის

მეცოცხე პროკურორები“, – ამ შეძახილებით მიმართეს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა საქმის პროკურორებს. საქალაქო სასამართლოს ფოიეში სიტყვიერი დაპირისპირების დროს სააკაშვილის პროკურორების მისამართით კანფეტებიც ისროლეს.

მიხეილ სააკაშვილის ბრალდების ეპიზოდზე, სადაც მას სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული ოთხი პირის შეწყალებას ედავებიან, მოსამართლე დღეს გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა.

პროცესს „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები ესწრებოდნენ. მათ შორის ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე მსჯავრდებულ გიორგი ცააძის და. მხარდამჭერებმა პროკურორებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ირინა ცააძის განცხადებით, საქმის პროკურორები საქართველოს მოსახლეობას ატყუებენ.