დანიის ელჩი - მიყვარს ულამაზესი შემოდგომა საქართველოში, წინანდალში დღეს საკუთარი თვალით ვიხილე ქართველ მწარმოებელთა სათუთი დამოკიდებულება პროდუქციის მიმართ
საქართველოს მთავრობის მოწვევით, დღეს წინანდალს ვეწვიე. საკუთარი თვალით ვიხილე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ქართველ მწარმოებელთა სათუთი დამოკიდებულება ორგანული პროდუქციის მიმართ, რაც განსაკუთრებით თვალშისაცემია, -ამის შესახებ საქართველოში დანიის სამეფოს ელჩი ანე ტოფტ სორენსენი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
როგორც ელჩი წერს, ორგანულ საკვებ პროდუქტებს დანიის საცალო ვაჭრობის ბაზარზე მსოფლიოში ყველაზე დიდი წილი უკავია.
„მიყვარს ულამაზესი შემოდგომა საქართველოში. საქართველოს მთავრობის მოწვევით, დღეს წინანდალს ვეწვიე. საკუთარი თვალით ვიხილე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ქართველ მწარმოებელთა სათუთი დამოკიდებულება ორგანული პროდუქციის მიმართ, რაც განსაკუთრებით თვალშისაცემია. ორგანულ საკვებ პროდუქტებს დანიის საცალო ვაჭრობის ბაზარზე მსოფლიოში ყველაზე დიდი წილი უკავია”,-წერს დანიის სამეფოს ელჩი “ტვიტერში”.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის წევრებთან ერთად, ღვინის დღეების ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს რთველში უმასპინძლა.