წინანდალში მანქანის დაჯახების შედეგად მამაკაცი დაიღუპა

21:05, 03.10.2020

წინანდალში ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ფეხით მოსიარულე მამაკაცს, რომელიც გზაზე გადასვლას ცდილობდა, „მერსედესის“ მარკის მანქანა დაეჯახა. ფეხით მოსიარულე ადგილზე გარდაიცვალა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

მსგავსი