დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების, პრობაციისა და დანაშაულის პრევენციის ეროვნული სააგენტო ჩამოყალიბდება
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების, პრობაციისა და დანაშაულის პრევენციის ეროვნული სააგენტო ჩამოყალიბდება

იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და დანაშაულის პრევენციის ცენტრის გაერთიანება იგეგმება.

შესაბამისი ცვლილებები – „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

ცვლილებების მიხედვით, მათ ბაზაზე დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების, პრობაციისა და დანაშაულის პრევენციის ეროვნული სააგენტოს ჩამოყალიბება მოხდება.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ცვლილებების შესაბამისად, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციისა სააგენტოს მიზნები, ამჟამად მოქმედი არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიზნებთან ერთად, ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციასა და რეაბილიტაციასაც მოიცავს.

ამასთან, ცვლილებებით, რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა სოციალიზაციის, რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობის, აგრეთვე დანაშაულის პრევენციის მიმართულებით ინსტიტუციური და კომპლექსური მიდგომის უზრუნველყოფის მიზნით, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ფარგლებში შეიქმნება – არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელებს არასრულწლოვანთა რეფერირების სისტემის კოორდინაციას.