საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი აქციას „კლანი უნდა წავიდეს“ მართავს.
აქციის მონაწილეების თქმით, „კლანის არსებობის გამო, არჩეული მოსამართლეები არ იქნებიან დამოუკიდებლები“.
იურისტები აცხადებენ, რომ მართლმსაჯულება ხალხის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს.
„გვინდა, საზოგადოებას სასამართლოს შესახებ ვუთხრათ სიმართლე. სიმართლე არის ის, რომ სასამართლოს მართავს კლანი. ის ხალხი, ვინც წინა ხელისუფლების დროს ასრულებდა მილიონ ცუდ შეკვეთას. ხალხი, რომელმაც იცის, როგორ მოემსახუროს ნებისმიერ ხელისუფლებას და როგორ მოახდინოს ზეწოლა მოსამართლეებზე. ეს ჯგუფი არჩევს დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს. კლანის მიერ შექმნილი სასამართლო არ იქნება დამოუკიდებელი და სამართლიანი“, – განაცხადა კახა წიქარიშვილმა.