კახა წიქარიშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის შეჩერებას ითხოვს
კახა წიქარიშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის შეჩერებას ითხოვს

უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის თანაშემწე, არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ წარმომადგენელი კახა წიქარიშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის შეჩერების მოთხოვნით პარლამენტს მიმართავს.

„ეს პროცესი უნდა გაჩერდეს, ვინაიდან გამორიცხული და შეუძლებელია, რომ დღევანდელმა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სასამართლოს დაკომპლექტება სანდო და კეთილსინდისიერი კადრებით შეძლოს.

შეუძლებელია, დღევანდელი იუსტიციის საბჭოს პირობებში მან რეპუტაციის მოპოვება შეძლოს. პარლამენტს მივმართავთ, რომ პროცესი გაჩერდეს. საკანონმდებლო აქტი უნდა იყოს მიღებული და უზენაესი სასმართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი შეჩერდეს. პირველ რიგში პარლამენტმა სია არ უნდა განიხილოს და თუ განიხილავს, უნდა ჩააგდოს. ამის შემდეგ საკანონმდებლო ორგანომ კანონი უნდა მიიღოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეორგანიზაცია მოახდინოს, შემდეგ კი, მთელი ეს პროცედურები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხელახლა დაიწყოს“, – განაცხადა წიქარიშვილმა.