კახა წიქარიშვილი - მაიკ პომპეოსთან შეხვედრაზე დაისვა კითხვა, გვაქვს თუ არა მტკიცებულებები სასამართლოში კორუფციის თაობაზე
კახა წიქარიშვილი - მაიკ პომპეოსთან შეხვედრაზე დაისვა კითხვა, გვაქვს თუ არა მტკიცებულებები სასამართლოში კორუფციის თაობაზე

შეკითხვა იყო, თუ გვაქვს მტკიცებულებები სასამართლოში არსებული კორუფციის თაობაზე, პასუხი იყო ის, რომ მტკიცებულებები უფრო მეტად მომდინარეობს კონკრეტული საქმეებიდან, სადაც სასამართლომ აჩვენა გადახრა ამა თუ იმ ინტერესის სასარგებლოდ, – ამის შესახებ კონსტიტუციის 42-ე მუხლის წარმომადგენელმა, კახა წიქარიშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მაიკ პომპეოსთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო არჩევნების საკითხსაც, სასამართლოში განხილული საქმეების კუთხით.

„ჩვენ არჩევნებზე საუბარი გვქონდა მხოლოდ სასამართლში განხილული საქმეების კუთხით, ვთქვით, რომ ამ საქმეებზე სასამართლო იჩენს მიკერძოებას და ეს ჩანს. ჩვენი საუბრის მთავარი თემა იყო სასამართლო. მე პირადად ვთქვი, რომ წინა ხელისუფლების დროს ჩვენ გვქონდა მახინჯი სასამართლო სისტემა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დააკანონა 40-წლიანი პერსპექტივით. შეკითხვა იყო, თუ გვაქვს მტკიცებულებები სასამართლოში არსებული კორუფციის თაობაზე, პასუხი იყო ის, რომ მტკიცებულებები უფრო მეტად მომდინარეობს კონკრეტული საქმეებიდან, სადაც სასამართლომ აჩვენა გადახრა ამა თუ იმ ინტერესის სასარგებლოდ. მთავარი მტკიცებულება არის ის, რომ სასამართლოში არის არაფორმალური მმართველობა. მტკიცებულებად წარდგენილი იქნა კონკრეტული საქმეები, სადაც სასამართლომ მიიღო გარკვეული პოლიტიკური კორუფციული გადაწყვეტილებები, მაგალითად იგივე ფილიპ მორისის საქმე და საზღვრის საქმე კარტოგრაფებთან დაკავშირებული-ეს საქმე განვიხილეთ იმ ჭრილში, რომ სასამართლო ხელისუფლებამ ვერ დაიკავა ნეიტრალური, დამოუკიდებელი პოზიცია და ვერ მიიღო დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. ეს საქმეები იყო დასახელებული მტკიცებულებად“, – განაცხადა წიქარიშვილნა.