დამასკოსთან, აღმოსავლეთ ღუტაში სამთავრობო არმიის დაბომბვებს 90-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
დამასკოს მახლობლად, აღმოსავლეთ ღუტაში სამთავრობო არმიის დაბომბვებს 90-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
უფლებადამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, საჰაერო იერიშების შედეგად რამდენიმე ასეული ადამიანია დაშავებული. დაღუპულთა შორის 20 ბავშვია.
აღნიშნულ ტერიტორიას ამბოხებულები აკონტროლებენ და 2013 წლის შემდეგ სამთავრობო არმიას ალყაში ჰყავს მოქცეული.
საჰაერო ოპერაციის შემდეგ აღმოსავლეთ ღუტაში სირიის არმიამ შესაძლოა, სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს. სირიის ხელისუფლების მოკავშირე რუსეთის მთავრობა სამხედრო პროვოკაციებში ალ-ყაიდასთან კავშირში მყოფ ალ-ნუსრას ფრონტს ადანაშაულებს. გაერო-ს მონაცემებით, ოპოზიციის კონტროლირებულ ანკლავში 400 000 ადამიანი ცხოვრობს, სადაც უმძიმესი ჰუმანიტარული მდგომარეობაა.