სირიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელმა დამასკოსა და ჰომსში ავიადარტყმები განახორციელა

11:05, 24.10.2024

ისრაელმა სირიის დედაქალაქ დამასკოზე და ქალაქ ჰომსთან, სამხედრო ობიექტზე ავიადარტყმები განახორციელა.

ამის შესახებ ინფორმაციას სირიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, იერიშის შედეგად დაიღუპა ერთი სამხედრო, კიდევ შვიდი ადამიანი დაშავდა.

სირიის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ისრაელის დარტყმებს მატერიალური ზიანი მოჰყვა, თუმცა დეტალებს არ აკონკრეტებენ.

ისრაელში კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

მსგავსი