ებრაჰიმ რაისი - სიონისტებისა და მათი მოკავშირეების ნებისმიერ შეცდომას ირანისგან რეალური და ფართომასშტაბიანი პასუხი მოჰყვება
ებრაჰიმ რაისი - სიონისტებისა და მათი მოკავშირეების ნებისმიერ შეცდომას ირანისგან რეალური და ფართომასშტაბიანი პასუხი მოჰყვება

სიონისტებისა და მათი მოკავშირეების ნებისმიერ შეცდომას ირანისგან რეალური და ფართომასშტაბიანი პასუხი მოჰყვება, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისიმ განაცხადა.

ირანის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სიონისტების დარტყმა დამასკოში ირანის საკონსულოს შენობაზე მათი სასოწარკვეთილების გამო მოხდა და დასძინა, რომ ირანის პასუხი ამ თავდასხმაზე მხოლოდ სადამსჯელო ღონისძიება იყო.

ებრაჰიმ რაისის განცხადებით, დღეს ისლამურ უმას შორის ერთობა, ისევე როგორც გავრცელებული სიძულვილი აშშ-ის, დასავლეთისა და სიონისტური რეჟიმის მიმართ უპრეცედენტო გახდა მთელ მსოფლიოში.

ცნობილი ხდება, რომ ირანის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა.

ირანული მედიის ინფორმაციით, ირანის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა რუსეთის კონსტრუქციული პოზიცია ირანის ლეგიტიმური თავდაცვის საკითხზე და აღნიშნა, რომ სიონისტური დარტყმა ირანის დიპლომატიურ მისიაზე საერთაშორისო რეგულაციების, მათ შორის ვენის კონვენციის აშკარა დარღვევაა.