თეთრი სახლი - აშშ-მა ირანს აცნობა, რომ დამასკოში საჰაერო თავდასხმაში არ მონაწილეობდა და გააფრთხილა, არ გამოიყენოს ეს დარტყმა რეგიონში ვითარების ესკალაციის საბაბად
თეთრი სახლი - აშშ-მა ირანს აცნობა, რომ დამასკოში საჰაერო თავდასხმაში არ მონაწილეობდა და გააფრთხილა, არ გამოიყენოს ეს დარტყმა რეგიონში ვითარების ესკალაციის საბაბად

აშშ-მა ირანს აცნობა, რომ არ მონაწილეობდა დამასკოში, ირანის სამხედრო მაღალჩინოსნებზე საჰაერო თავდასხმაში. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინ ჟან-პიერმა ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, ვაშინგტონმა გააფრთხილა ირანი, რომ არ გამოიყენოს ეს დარტყმა რეგიონში ვითარების ესკალაციის საბაბად.

„ჩვენ ვაცნობეთ ირანს, რომ აშშ არ იყო ჩართული დარტყმაში, რომელიც განხორციელდა დამასკოში. ჩვენ გავაფრთხილეთ ირანი, არ გამოიყენოს ეს დარტყმა რეგიონში ვითარების კიდევ უფრო მეტად ესკალაციის, ან აშშ-ს ობიექტებზე, ან პერსონალზე თავდასხმის საბაბად“, – განაცხადა კარინ ჟან-პიერმა.

აპრილის დასაწყისში სირიის დედაქალაქში ირანის საკონსულოს დაბომბვის დროს შვიდი ირანელი სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის, ორი გენერალი დაიღუპა. ირანი პასუხისმგებლობას ისრაელს აკისრებს.

„ცხადია, რომ ჩვენ არ გვსურს ამ კონფლიქტის გავრცელება“, – განაცხადა ჟან-პიერმა.