დამასკოს აღმოსავლეთ ნაწილში მეამბოხეების სარაკეტო იერიშს 35 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამიზნე ხალხით დატვირთული ბაზრის ტერიტორია იყო, რის გამოც გარდაცვლილების გარდა, ბევრია დაშავებული.
ეს თავდასხმა ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანია დამასკოზე მეამბოხეების მიერ მიტანილ იერიშებს შორის.
კიდევ ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა იმავე დღეს სარაკეტო თავდასხმას სირიის დედაქალაქის კიდევ ერთ ნაწილში.
თავდასხმები სირიის არმიის მიერ აღმოსავლეთ ღუტაში მეამბოხეების წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში მიღწეულ წარმატებას მოჰყვა. სამთავრობო შენაერთები დამასკოს სიახლოვეს დარჩენილ მეამბოხეთა ანკლავის 80 პროცენტს აკონტროლებენ.