ძლიერი ხანძრის შედეგად დაბა გრიგოლეთში სამი სახლი დაიწვა. ცეცხლი ზღვისპირას მდებარე ერთ-ერთ ხის საზაფხულო კოტეჯში გაჩნდა და ძლიერი ქარის გამო მიმდებარე კოტეჯებზე გავრცელდა.
ძლიერი ხანძრის შედეგად ორი სახლი მთლიანად დაიწვა, ისე რომ ადგილობრივებმა ნივთების გამოტანაც ვერ მოახერხეს, მესამე ხის კოტეჯი ნაწილობრივაა დაზიანებული.
ადგილზე მობილიზებულია ხუთი სახანძრო სამაშველო ჯგუფი. ამ ეტაპზე ხანძარი ლოკალიზებულია.
უცნობია რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.