დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრი გრიპის მძიმე სეზონს პროგნოზირებს
დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრი გრიპის მძიმე სეზონს პროგნოზირებს. როგორც „პოლიტიკო“ იუწყება, ცენტრში ვარაუდობენ, რომ სეზონური გრიპი და კორონავირუსის პანდემია ერთობლივად მნიშვნელოვან ტვირთად დააწვება ევროკავშირის ჯანდაცვის სექტორს.
როგორც ევროპელი ეპიდემიოლოგები აცხადებენ, ხორვატიაში სეზონური გრიპის ცირკულაცია უკვე დაწყებულია. მათივე ცნობით, წელს ყველაზე მეტად გავრცლებულია A ტიპის ვირუსი (H3N2), რომელიც ყველაზე მეტად ხანდაზმულ ადამიანებს ემუქრება.
ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს, რომ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო, შარშან ევროკავშირში სეზონური გრიპის გავრცელების თავიდან აცილება მოხერხდა.
სპეციალისტების თქმით, ისეთი ზომები, როგორიცაა პირბადეები და სოციალური დისტანციის დაცვა, ეფექტური აღმოჩნდა გრიპის წინააღმდეგაც.
როგორც ეპიდემიოლოგები აცხადებენ, სეზონური გრიპის გართულებების თავიდან აცილების ყველაზე ქმედითი მექანიზმი აცრაა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სამედიცინო პერსონალისთვის.