დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ხარაგაულში, ჩინურ კომპანიაში დასაქმებულებს შეხვდნენ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ხარაგაულში, ჩინურ კომპანიაში დასაქმებულებს შეხვდნენ და კორონავირუსთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს.
ჩინურ სამშენებლო კომპანია „ჰუნანში“ 1000 ადამიანია დასაქმებული.
ადგილზე აცხადებენ, რომ სამედიცინო კაბინეტში ყველა ადამიანის შემოწმება მიმდინარეობს და ამ დროისთვის საშიშროება არ არსებობს.
მათივე თქმით, ვირუსის ნიშნები არც ჩინეთიდან დაბრუნებულ პირებს აღმოაჩნდათ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები დღესვე, ხარაგაულის მერს შეხვდნენ და შესაძლო საფრთხეების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.