დაავადებათა კონტროლის ცენტრი - საქართველოში 10 აგვისტოს 23 935 ადამიანი აიცრა
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში ვაქცინაციის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, გუშინ, 10 აგვისტოს აიცრა 23 935 ადამიანი.
„COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მადლობას უხდის თითოეულ მოქალაქეს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისათვის და ვიმედოვნებთ, რომ ვაქცინირებულთა რიცხვი ყოველდღიურად კიდევ უფრო გაიზრდება“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში.
ამასთან, აცრის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა 9 აგვისტოსაც. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 9 აგვისტოს 23 744 ადამიანი აიცრა.