თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე ავტომობილი ახალგაზრდა მამაკაცს დაეჯახა.
დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
უწყების ცნობით, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა და მიმდინარეობს მისი გამოკითხვა.