ცოტნე დადიანის ქუჩაზე ავტომობილი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა
ცოტნე დადიანის ქუჩაზე ავტომობილი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა

თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე ავტომობილი ახალგაზრდა მამაკაცს დაეჯახა.

დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

უწყების ცნობით, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა და მიმდინარეობს მისი გამოკითხვა.