ამერიკული ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, კალინინგრადის ოლქში ოთხი სამხედრო ბუნკერის მოდერნიზაციის პროცესი დასრულდა. ჟურნალისტებმა ამის დამადასტურებელი სატელიტის ფოტოების წარადგინეს. მათივე მტკიცებით, უახლოეს ხანში რეგიონში კიდევ 40 ბუნკერის მოწყობა იგეგმება.
როგორც სურათების შესწავლის შემდეგ, ექსპერტებმა განაცხადეს, ამ გზით რუსეთი ცდილობს, რიმორსკთან ახლოს მდებარე სამხედრო საწყობის გამტარუნარიანობა გაზარდოს. ახალი ბუნკერები ძველი შენობების გვერდით მდებარეობს.
სატელიტით გადაღებულ ფოტოებზე ასევე ჩანს, რომ რუსეთმა ბუნკერები განაახლა ჩერნიახოვსკშიც, სადაც რუსეთის 152-ე სამხედრო სარაკეტო ბრიგადაა დისლოცირებული. ამ ბაზაზე თებერვალში „ისკანდერის“ ტიპის რაკეტები ჩაიტანეს.
როგორც რუს, ისე ამერიკელ სამხედროებს, აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. თუმცა როგორც ევროპასა და აფრიკაში ამერიკული სამხედრო საზღვაო ძალების ხელმძღვანელმა ჯეიმ ფოგტომ განაცხადა, ახალი ბუნკერების მშენებლობა ამ რეგიონში NATO-ს საქმიანობას არ შეაკავებს.