რუსეთმა კალინინგრადში „მიგ-31“ ტიპის სამი ერთეული ავიაგამანადგურებელი გადაიყვანა
რუსეთმა კალინინგრადში „მიგ-31“ ტიპის სამი ერთეული ავიაგამანადგურებელი გადაიყვანა

რუსეთმა კალინინგრადში „მიგ-31“ ტიპის სამი ერთეული ავიაგამანადგურებელი გადაიყვანა, რომლებიც ზებგერითი რაკეტებით, „კინჟალით“ არის აღჭურვილი.

როგორც თავდაცვის უწყებაში განმარტავენ, აღნიშნული ნაბიჯი სტრატეგიული შეკავების ღონისძიების ფარგლებში გადაიდგა.

თვითმფრინავები მუდმივ საბრძოლო პატრულირებას განახორციელებენ.