ცხრა წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო სხდომა მოწმეების დაკითხვით გრძელდება
ცხრა წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო სხდომა მოწმეების დაკითხვით გრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ცხრა წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძის სისხლის სამართლის საქმის განხილვა გრძელდება.

დღევანდელ პროცესზე ექსპერტები და გამომძიებლები დაიკითხებიან. პროცესს ბრალდებულიც ესწრება.

საქალაქო სასამართლოში მოკლული გოგონას ოჯახის წევრებიც იმყოფებიან.

ცხრა წლის ნ.ბ, რომელსაც ოჯახი 25 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრიდან ეძებდა, იმავე საღამოს მდინარე ლიახვის ნაპირზე გარდაცვლილი იპოვეს. მკვლელობის ბრალდებით 34 წლის იაგო ნებიერიძე 26 ოქტომბერს დააკავეს.

იაგო ნებიერიძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენას და ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.