ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი რამდენიმე დღით პერევის გადასასვლელს კეტავს
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი რამდენიმე დღით პერევის გადასასვლელს კეტავს. ამის შესახებ ნათქვამია ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებაში.
ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ცნობით, პერევის გამშვები პუნქტი 18 სექტემბრის 20:00 საათიდან 22 სექტემბრის 06:00 საათამდე დაიკეტება.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას ცხინვალში ე.წ. რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს უკავშირებენ. ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. რესპუბლიკის დღეს 20 სექტემბერს აღნიშნავენ.