ციციშვილის კლინიკაში აცხადებენ, რომ მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსნილი ჩვილის მდგომარეობა კვლავ სტაბილურია და სასიცოცხლო პარამეტრები ნორმის ფარგლებშია
ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორის მაია ჩხაიძის განცხადებით, რეანიმაციული განყოფილება მთლიანად შევსებულია, სადაც ამჟამად18 ჩვილი გადის მკურნალობას.
მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული ბაშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც გუშინ მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოიხსნა, კვლავ სტაბილურია და სასიცოცხლო პარამეტრები ნორმის ფარგლებშია.
„ადგილების რაოდენობა ამჟამად შევსებულია, რეანიმაციაშიც შევსებულია ადგილები. 18 ჩვილია, რომლებიც სუნთქვის უკმარისობით და სხვადასხვა თანმხლები დაავადების გამო საჭიროებენ რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას.
პაციენტის მდგომარეობა, რომელიც გუშინ მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოვხსენით, კვლავ სტაბილურია. მისი სასიცოცხლო პარამეტრები ნორმის ფარგლებშია, თუმცა ესაჭიროება რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობის გაგრძელება. 18 ჩვილის მდგომარეობა არ არის უკიდურესად მძიმე და არ საჭიროებენ მართვით სუნთქვას, თუმცა ესაჭიროებათ ინტენსიური მკურნალობა. პერმანენტულად, როგორც კი პაციენტები გაეწერებიან, ერთ საათში ადგილები სრულად ივსება“, – განაცხადა მაია ჩხაიძემ.