ციციშვილის სახელობის კლინიკაში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
ციციშვილის სახელობის კლინიკაში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა

ციციშვილის სახელობის ბავშთა კლინიკის სამედიცინო დირექტორის მაია ჩხაიძის განცხადებით, ექვსი წლის ბავშვი, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა, კლინიკაში 27 აგვისტოს მოათავსეს.

მისივე განმარტებით, საავადმყოფოში მიყვანის დროს ბავშვის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო.

„6 წლის პაციენტი, რომელიც გარდაიცვალა, შემოვიდა პარასკევს უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში. შემოსვლისთანავე დასჭირდა მართვით სუნთქვაზე გადაყვანა. მას ჰქონდა რამდენიმე დაავადება – ცერემბლარული დამბლა, ეპილეფსიური სინდრომი, ფსიქომოტორული სფეროს ჩამორჩენა. კოვიდინფექციის ფონზე განვითარდა სეპტიური შოკი და გარდაიცვალა“, – განაცხადა მაია ჩხაიძემ.