ციანიდის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ხვალ გამოცხადდება
ე.წ. ციანიდის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილება ხვალ, 12:00-ზე გამოცხადდება, – ამის შესახებ პირველ არხს დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, პაატა მეხრიშვილმა განუცხადა.
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია გადაწყვეტილების მისაღებად 7 თებერვალს გავიდა.
იმ შემთხვევაში, თუ დეკანოზს გამამართლებენ განაჩენს არ გამოუტანენ, დეკანოზის ადვოკატები გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ.