მარინა გელანტია - დეკანოზ გიორგი მამალაძის გადაყვანასთან დაკავშირებით არანაირი ზეწოლა არ ყოფილა
მარინა გელანტია - დეკანოზ გიორგი მამალაძის გადაყვანასთან დაკავშირებით არანაირი ზეწოლა არ ყოფილა

სასჯელაღსრულების დაწესებულების მხრიდან არ ყოფილა ჩართულობა ან მოთხოვნა დეკანოზ გიორგი მამალაძის გადაყვანის თაობაზე,- ამის შესახებ ღუდუშაურის კლინიკის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, მარინა გელანტიამ განაცხადა.

ექიმის თქმით, ამის დადასტურება თვითონ პაციენტსაც შეუძლია.

„კლინიკაში ყოფნის პერიოდში მას ჩაუტარდა ყველა საჭირო კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევა, ასევე  მაღალტექნოლოგიური კვლევები. შემიძლია გითხრათ, რომ გაიმართა არაერთი კონსილიუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს კლინიკის ექიმებმა და ამ დარგის წამყვანმა სპეციალისტებმა. დაისვა შესაბამისი დიაგნოზი. პაციენტის მდგომარეობა შეფასდა, როგორც სტაბილური და შესაბამისად, გაეწერა კლინიკიდან. მისი კანონიერი უფლებიდან გამომდინარე, დიაგნოზის შესახებ ინფორმაციას არ ვასაჯაროებ. პაციენტისთვის  ცნობილია და შესაბამის ორგანოებს გადაეცა ფორმა 100-ის ამონაწერი. სასჯელაღსრულების დაწესებულების მხრიდან არ ყოფილა ჩართულობა ან მოთხოვნა დეკანოზის გადაყვანასთან დაკავშირებით. არანაირი ზეწოლა არ ყოფილა, ამის დადასტურება თვითონ პაციენტსაც შეუძლია“,-განაცხადა მარინა გელანტიამ.

დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის კლინიკიდან პენიტენციური სისტემის სამკურნალო დაწესებულებაში დღეს გადაიყვანეს. ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ ღუდუშაურის კლინიკიდან დეკანოზ გიორგი მამალაძის გადაყვანა დაუშვებელია.

შეგახსენებთ, ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატიმროდან 15 თებერვალს ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. გამოკვლელევის შემდეგ ღუდუშაურის კლინიკაში განაცხადეს, რომ პაციენტს ინსულიტი არ დაუდასტურდა.