ჭუბერში რამდენიმე ოჯახი განსაკუთრებით საშიში ზონიდან გაყავთ [ფოტო/ვიდეო]
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერიდან გრძელდება იმ ოჯახები ევაკუაცია, რომლებიც განსაკუთრებით საშიშ ზონაში ცხოვრობენ ან უსახლკაროდ დარჩნენ, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ჭუბერიდან იუწყება.
ადიდებულმა ნენსკრაჰესმა დააზიანა ცინდელიანების ოჯახის კუთვნილი სახლი. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, არ არის გამორიცხული, ჭუბერიდან აღნიშნული ოჯახის ევაკუაციაც განხორციელდეს.
არსებული ინფორმაციით, მდინარე ნენსკრაში წყლის დონე პერიოდულად იკლებს ან იმატებს. ამ დროისთვის, მდინარეში წყლის დონე მომატებული არ არის.
სტიქიის ზონაში მიმდინარეობს გაწმენდითი და ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს.
ამასთან, ადგილზე მუშაობს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ჯგუფი, რათა ჭუბერის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღუდგეს.
ადგილზე რჩებიან მესტიის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, რომელიც პრემიერის გადაწყვეტილებით საკოორდინაციო საბჭოს სპიკერად დაინიშნა და მოსახლეობას პერიოდულად აწვდის ინფორმაციას სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჭუბერში მასშტაბური სტიქიის გამეორება გამორიცხულია.