ჭუბერში პანელური ხიდის კონსტრუქციის მონტაჟი დასრულებულია, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ჭუბერიდან იუწყება.
ხვალ დღის პირველ ნახევარში ხიდზე სამშენებლო ტექნიკა გაივლის და ნენსკრას მარცხენა სანაპიროზეც დაიწყება ინტენსიური სამუშაოები.
თავდაცვის სამინისტროსგან პანელური ხიდი საგანგებო შტაბმა პრობლემების დროული რეაგირებისთვის მოითხოვა.
ხიდის მონტაჟი დაგეგმილზე ორი დღით ადრე დასრულდა.
ჭუბერში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 60-ზე მეტი სამშენებლო ტექნიკა მუშაობს, პარალელურად კი დაზიანებული გზებისა და ხიდების საპროექტო სამუშაოებიც მიმდინარეობს.