ჭუბერში მარცხენა და მარჯვენა სანაპიროების დამაკავშირებელი ერთადერთი სამანქანო გზა გაიხსნა [ფოტო]
ჭუბერში სტიქიის ზონაში ამ დროისთვის ვითარება სტაბილურია. უკვე გახსნილია ჭუბერის ორი ნაწილის დამაკავშირებელი ერთადერთი სამანქანო გზა. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ჭუბერიდან იუწყება.
მიმდინარეობს მდინარის კალაპოტის იმ ადგილების გამაგრება, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მოსახლეობას.
ინტენსიურად მიმდინარეობს ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოები. ჭუბერის მეორე ნაწილში, რომელსაც ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია, ახალი ტრანსფორმატორი „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ უკვე გადაიტანა და ახლა მიმდინარეობს მისი მონტაჟი.
21 დაზარალებულ ოჯახს გადაეცა პირველადი მოხმარების პროდუქტები, რომლებიც პარლამენტარებმა საპარლამენტო უმრავლესობიდან გოჩა ენუქიძემ, ედიშერ თოლორაიამ და თამაზ ნავერიანმა ჩამოიტანეს, ასევე პროდუქტები ჩამოუტანა დაზარალებულებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ.