ჭუბერი, სტიქიის ზონა - ვერტმფრენიდან გადაღებული ვიდეოკადრები

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ჭუბერში, სტიქიის ზონიდან სასაზღვრო პოლიციის მიერ ვერტმფრენიდან გადაღებულ კადრებს ავრცელებს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადიდებული მდინარის კალაპოტის არც ერთ მონაკვეთზე არ შეინიშნება დაგუბებული წყლის მასა, რამაც სტიქიის გამეორების რისკი შეიძლება შექმნას,

მათივე ცნობით, სტიქიის ეპიცენტრში რჩება საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსანდრე ხვადაგიანი. ადგილზე, ყველა შესაბამის სამსახურთან ერთად, მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო ჯგუფები.

სოფელ ჭუბერში იმყოფება 150-მდე მაშველი.