ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკაში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 13 ადამიანი დაიღუპა. კიდევ 30 მძიმედ არის დაშავებული.
ინციდენტი სკოპიედან 25 კილომეტრში, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მოხდა. სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავარდა.
შემთხვევის დროს ავტობუსში 50 ადამიანი იმყოფებოდა. მათი უმრავლესობა მაკედონიის მოქალაქეა, რომლებიც ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობდნენ და სამსახურიდან შინ ბრუნდებოდნენ.
ოთხი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ავარიის შედეგად, მძღოლი გადარჩა. მას გამოძიება დაკითხავს.
მომხდარის ზუსტი მიზეზი უცნობია. ტრაგიკული ავარიის გამო, მაკედონიის პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში გლოვა გამოაცხადა.