ჩრდილოეთ მაკედონიაში საავადმყოფოში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა
ჩრდილოეთ მაკედონიაში საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა. შესაბამის ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. გარდაცვლილთა შორის მედპერსონალი არ არის.
ცეცხლი ქალაქ ტეტოვოს ერთ-ერთ საავადმყოფოში გუშინ გვიან საღამოს გაჩდა. ხანძრის შედეგად აფეთქდა ჟანგბადის ავზები.
არიან დაშავებულები, რომელთაგან ნაწილი სკოპიეში გადაიყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. სამართალდამცველები საავადმყოფოს თანამშრომლებს კითხავენ.