ჩრდილოეთ მაკედონიაში არჩევნებში სოციალ-დემოკრატიული კავშირის დამარცხების შემდეგ, პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
ჩრდილოეთ მაკედონიაში არჩევნებში სოციალ-დემოკრატიული კავშირის დამარცხების შემდეგ, პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

ჩრდილოეთ მაკედონიაში მუნიციპალურ არჩევნებში მმართველი სოციალ-დემოკრატიული კავშირის დამარცხების შემდეგ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ზორან ზაევი თანამდებობიდან გადადგა.

„ამ შედეგებზე ჩემი პასუხისმგებლობაა და ვტოვებ პრემიერ-მინისტრობას, ასევე, სოციალ-დემოკრატიული კავშირის ლიდერის პოსტს“, – განაცხადა ზაევმა პარტიის შტაბბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, იგი ვადამდელი ეროვნული არჩევნების ჩატარების წინააღმდეგია და ამის ნაცვლად, მხარს დაუჭერს სოციალ-დემოკრატების მთავრობას ახალი ლიდერის პირობებში. იმის მიუხედავად, რომ ადგილობრივი არჩევნების საბოლოო ოფიციალური შედეგები ჯერ არ დაფიქსირებულა, ზაევმა ყველაზე მნიშვნელოვან ადგილას – დედაქალაქ სკოპიეში დამარცხება აღიარა.