ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
არსებული ინფორმაციით, ხანძრის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა.
ჩოხატაურის გამგებლის, ირაკლი კუჭავას განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფება დაზარალებულ ოჯახს დაეხმარება.
„მიუხედავდ იმისა, რომ ადგილზე სახანძრო სამსახური დროულად გამოცხადდა, ორსართულიანი სახლი სრულად დაიწვა. დაზარალებულ ოჯახს ადგილობრივი ხელისუფება შესაბამის დახმარებას გაუწევს. რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზს, ის უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, ხანძარი სავარაუდოდ ღუმელიდან გაჩნდა“, -განაცხადა ჩოხატაურის გამგებელმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.