ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ლუგელას ხეობის მთის ფერდობზე ხანძარი ლიკვიდირებულია
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ლუგელას ხეობაში, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში ხანძარი ლიკვიდირებულია. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის ცეცხლის ღია კერები აღარ შეინიშნება და მეხანძრე-მაშველების მიერ მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება.
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტმა შემთხვევაზე მყისიერი რეაგირება მოახდინა და ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდა. მეხანძრე-მაშველებმა რამდენიმესაათიანი უწყვეტი სამუშაოების შედეგად ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საშიშროება აღკვეთეს, შემდგომში კი ხანძრის სრულად ლიკვიდირება შეძლეს.
ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართული იყო 150-მდე მეხანძრე-მაშველი, დრონები და სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.