ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭითაწყარში, ონარიის დასახლებაში ორსართულიან საცხოვრებელ სახლს ცეცხლი უკიდია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ დამწვარია 400 კვ.მ. ფართი.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ხუთი ჯგუფი მუშაობს. მსუბუქად დაშავდა ერთი მაშველი, რომელსაც სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ადგილზე გაუწია დახმარება.