ჩინეთში, ავტომაგისტრალზე 53 ავტომობილის შეეჯახების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო სამი მოტეხილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გავრცელებული ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი უამინდობა გახდა. კუნმინი-ჩუჟოუს დამაკავშირებელი გზა ჰაერის დაბალი ტემპერატურის გამო მოიყინა, რამაც ავტომობილების მოცურება გამოიწვია.
შემთხვევის გამო, მაგისტრალზე საცობი წარმოიქმნა.
ადგილზე მუშაობას განაგრძობენ მედიკოსები, სამაშველო და საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები.