გერმანიაში სატვირთო ავტომობილებისთვის პირველი ელექტრო ავტომაგისტრალი გახსნეს
გერმანიაში სატვირთო ავტომობილებისთვის პირველი ელექტრო ავტომაგისტრალი გახსნეს

გერმანიაში სატვირთო ავტომობილებისთვის პირველი ელექტრო ავტომაგისტრალი გახსნეს. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება. ჰესენის ფედერალურ მიწაზე გაკეთებული ახალი საავტომობილო გზის სიგრძე 14 კილომეტრს შეადგენს.

ავტომაგისტრალზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა 14,6 მილიონი ევრო დაჯდა, სადაც ელექტრო-სატვირთო ავტომობილების გამოცდა 2022 წლამდე ჩატარდება. მანამადე საცდელ გზაზე ტესტირებისთვის დამატებით 15,3 მილიონი ევროა გამოყოფილი.

გერმანიაში ელექტრო-სატვირთო ავტომობილების გამოცდა კერძო ტერიტორიებზე ხდებოდა. ახალ ავტომაგისტრალზე ტესტირების წარმატებით ჩატარების შემთვევაში ხელისუფლება ელექტრო ავტომობილებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობას ავტომაგისტრალის სხვა მონაკვეთებზეც გეგმავს.

როგორც ჰესენის ფედერალური მიწის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, ელექტრო ავტომაგისტრალი გარემოს დაცვასთან ერთად უსაფრთხო გადაადგილებასაც უზრუნველყოფს.