ჩინეთში ავტომაგისტრალზე ერთმანეთს 53 ავტომობილი შეეჯახა

11:46, 05.02.2018

ჩინეთში, ავტომაგისტრალზე 53 ავტომობილის შეეჯახების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო სამი მოტეხილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გავრცელებული ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი უამინდობა გახდა. კუნმინი-ჩუჟოუს დამაკავშირებელი გზა ჰაერის დაბალი ტემპერატურის გამო მოიყინა, რამაც ავტომობილების მოცურება გამოიწვია.

შემთხვევის გამო, მაგისტრალზე საცობი წარმოიქმნა.

ადგილზე მუშაობას განაგრძობენ მედიკოსები, სამაშველო და საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები.

 

მსგავსი