ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან გადააყენეს
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან გადააყენეს

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან გადააყენეს. 57 წლის ცინ განის თანამდებობიდან გადაყენების მიზეზი არ სახელდება, თუმცა უკვე ყოფილი მინისტრი საზოგადოების წინაშე, ბოლო ერთი თვეა, არ გამოჩენილა.

საჯაროდ ის 25 ივნისს შრი ლანკის, ვიეტნამისა და რუსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ნახეს.

თანამდებობიდან მის გადაყენებას პარლამენტმა კენჭი უყარა. საგარეო საქმეთა სამინისტროს კი კვლავ ყოფილი მინისტრი ვან ი გადაიბარებს, რომელიც უწყებას 2013-2022 წლებში ხელმძღვანელობდა.