ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს მისალოც წერილს უგზავნის და იმედს გამოთქვამს, რომ ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი ურთიერთობები მომავალშიც სტაბილურად განვითარდება.

„გასულ წელს ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა დამყარდა. მზად ვართ, ვიმუშაოთ ორი ქვეყნის ლიდერებს შორის  მიღწეული კონსენსუსის კიდევ უფრო განსამტკიცებლად და ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებში უფრო ხელშესახები პროგრესის მისაღწევად“, – ნათქვამია ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის წერილში.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.