ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ევროკავშირს სისტემურ მეტოქედ არ ვხედავთ, მზად ვართ ორმხრივ სარგებელზე დაფუძნებული პარტნიორობის განვითარებისთვის

13:15, 07.03.2021

ჩინეთი ევროკავშირს სისტემურ მეტოქედ არ ხედავს და მზად არის ორმხრივ სარგებელზე დაფუძნებული პარტნიორობის განვითარებისთვის, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ ეროვნული სახალხო კონგრესის სესიის ფარგლებში გამართულ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, კრიზისებისა და გამოწვევების ფონზე, ჩინეთ-ევროპის ურთიერთობებმა მდგრადობა და სიცოცხლისუნარიანობა გამოავლინა და მსოფლიოს პოზიტიური სიგნალი გაუგზავნა.

„ჩინეთი და ევროკავშირი ფართო საერთო ინტერესებს იზიარებენ და არ არიან სისტემური მეტოქეები. ფართო საერთო ინტერესების გათვალისწინებით, ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობა ურთიერთობების მთავარი მიზანია. დამოუკიდებელი სულისკვეთებით თანამშრომლობის მიღებისთანავე, ჩინეთსა და ევროპას დიდი წარმატებების მიღწევა შეუძლიათ“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მსგავსი