ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩინეთსა და რუსეთს ეკისრებათ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა გლობალური სტაბილურობის შესანარჩუნებლად, მსოფლიო განვითარების, პროგრესის ხელშეწყობისთვის
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩინეთსა და რუსეთს ეკისრებათ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა გლობალური სტაბილურობის შესანარჩუნებლად, მსოფლიო განვითარების, პროგრესის ხელშეწყობისთვის

მსოფლიოს ძირითად ქვეყნებს და გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივ წევრებს, ჩინეთსა და რუსეთს ეკისრებათ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა გლობალური სტრატეგიული სტაბილურობის შესანარჩუნებლად და მსოფლიო განვითარებისა და პროგრესის ხელშეწყობისთვის, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ რუსეთში ვიზიტის დროს განაცხადა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრისას ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თქვა, რომ როგორც ჩინეთი, ასევე რუსეთი იცავენ დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას და მათი თანამშრომლობა არ არის გამიზნული რომელიმე მესამე მხარის წინააღმდეგ და მასზე გავლენას ან მანიპულირებას ვერ მოახდენს რომელიმე მესამე მხარე.

ვან ის თქმით, მზარდი ცალმხრივობის, ჰეგემონიზმისა და ბლოკური დაპირისპირების პირობებში, ჩინეთი და რუსეთი უნდა შეესაბამებოდნენ დროის ტენდენციას, აიღონ პასუხისმგებლობა, როგორც მთავარმა ქვეყნებმა, შეასრულონ თავიანთი საერთაშორისო ვალდებულებები, გააძლიერონ სტრატეგიული თანამშრომლობა და დაიცვან ნამდვილი მულტილატერალიზმი.