ჩინეთის ნაკრების ოთხმა ფეხბურთელმა აზიის თასზე თანხა საკუთარ მარცხზე დადო
ჩინეთის ნაკრების რამდენიმე მოთამაშე სერიოზულ სკანდალში გაეხვა, რაც ტოტალიზატორში თამაშს უკავშირდება.
ერთ-ერთმა ჩინელმა ფეხბურთელმა, რომლის სახელსაც არ ამხელენ, მეგობრებს WeChat-ის მესენჯერით მისწერა, რომ ჩინეთის ნაკრების ერთბაშად ოთხმა ფეხბურთელმა, აზიის თასზე ირანთან მეოთხედფინალურ მატჩში, თანხა თავისი გუნდის წინააღმდეგ დადო.
ეს ფეხბურთელები იყვნენ: ჰაო იუნმინი, უ სი, ში კე და ფენ სიაოტინი.
შეხვედრა ირანმა 3:0 მოიგო. ფენ სიაოტინი და უ სი ჯერ კიდევ პირველი ტაიმის შუაში შეცვალეს, ჰაო იუნმინმა და ში კემ 90 წუთი ითამაშეს.
ირანი-ჩინეთი ჩინეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში, ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტისთვის, მარჩელო ლიპისთვის ბოლო მატჩი იყო.